მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პანდუსი რამდენიმე თვით დაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტის მოძრაობა თბილისის სანაპიროზე
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

ორმხრივად მოძრაობა პანდუსზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე შეიზღუდება.

მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი

გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ.

ამ პერიოდის განმავლობაში გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით: მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, „ლაგუნა ვერეს“ მხრიდან; მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა–ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა); ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა).

თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს: გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ გავლით, იუსტიციის სახლის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნის, სააკაძის პირველი გასასვლელის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის სააკაძის მოედნის, შარტავასა და გაგარინის ქუჩების გავლით გელოვანის გამზირის მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0