მესტიაში მეწყრით გადახერგილ გზას ადგილობრივებთან ერთად ტურისტები წმენდნენ - ფოტო

გამოწერა
მესტიაში მეწყერმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მესტიაში, იფარის ტერიტორიულ ერთეულში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, იუწყება მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.

მეწყერი მესტიის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა.

„აღნიშნული გზა არის სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი ერთადერთი მუნიციპალიური მნიშვნელობის გზა, ასევე ამ გზაზე გადის ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური მარშრუტი. მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ვიზიტორების დახმარებით, გაიწმინდა და მოეწყო დროებითი სავალი ნაწილი“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.

გზის მონაკვეთის სრულ გაწმენდას ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალისგან  განახორციელებს შპს „ლიდერ+", რომელთანაც მესტიის მერიას ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

ყველა ახალი ამბავი
0