თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ზღვის დონიდან ოთხი ათასი მეტრის სიმაღლეზე ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვის მოქალაქე ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
დაშავებული ტურისტი ამ დროისთვის თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.