საქართველო-აზერბაიჯანის სადავო საზღვარი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

© Sputnik / Alex Shlamovდავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას რამდენიმე დღეში შეძლებენ.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სიმშვიდეა, განაცხადა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს

ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ისაუბრა. კუპატაძის სიტყვებით, უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად იმოძრავებენ უდაბნოს მონასტრის მიმართულებით, იმ მონაკვეთზე, სადაც კვირას ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

„განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი, სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე“, – განუცხადა კუპატაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ინციდენტს, კუპატაძის სიტყვებით, კვირას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული“, – აღნიშნა კუპატაძემ.

© Sputnik / Alex Shlamovდავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
საქართველო-აზერბაიჯანის სადავო საზღვარი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები - Sputnik საქართველო
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

როგორც ცოტა ხნის წინ დავით-გარეჯში მომუშავე გიდმა განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთი ეკლესიიდან ხატების გამოტანა უნებართვოდ დაიწყეს. აღნიშნულმა ქმედებამ ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, რათა მიეცეს დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ვითარება ბოლომდე არ განმუხტულა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ" – ილია მეორე დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0