საქართველო EuroBasket 2021-ის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

© photo: Salome Zourabichvili / FBსაქართველო EuroBasket 2021-ის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს - კენჭისყრის ცერემონია
საქართველო EuroBasket 2021-ის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს - კენჭისყრის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გარდა, EuroBasket 2021-ის თამაშები ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს საქართველოში ჩატარდება, აღნიშნულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ფედერაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს მიუნხენში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (FIBA Europe) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ისევე როგორც წინა ორ ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატს ამჟამადაც ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს. საქართველოს გარდა, მატჩები გაიმართება ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში. ყოველ ქვეყანაში ოთხიდან თითო ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება, ფლეიოფის თამაშები კი გერმანიაში გაიმართება. იმ ქვეყნების გუნდები, რომლებიც „ევროკალათბურთს“ უმასპინძლებენ, თავისუფლდებიან შესარჩევი მატჩებისგან და ავტომატურად გადადიან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

კონტინენტის პირველობის ჩატარების პრეტენდენტი იყო შვიდი ქვეყანა - საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

2015 წელს ჩემპიონატს უმასპინძლეს ხორვატიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ლატვიამ, 2017 წელს - ფინეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და თურქეთმა.

„საქართველოს ნაკრები ზედიზედ ოთხჯერ გამოვიდა ევროპის კალათბურთის ჩემპიონატზე და საკმაოდ კარგადაც. სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავსულიყავით. ამასთან, ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრები არავისთვის არ არის იოლი მოწინააღმდეგე“, - განუცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებს.

მიუნხენში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის შტაბბინაში კენჭისყრის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0