სასარგებლო რჩევები: „სწორი" და „არასწორი" ხილის წვენი და ლიმონათი

© Pixabay / silviaritaხილის წვენი და ვიტამინები
ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარეთ გაუსაძლისად ცხელა. ორგანიზმი სითხეს ითხოვს. ცხადია, გაზრდილია მოთხოვნა ცივ და გემრიელ ხილის წვენებზე თუ ლიმონათებზე. თუმცა, გაზრდილია რისკიც, რომ უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი შემოგატყუონ.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით აგიხსნათ ის ძირითადი წესები, რაც ხილის წვენისა თუ ლიმონათის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ შევარჩიოთ ხილის წვენი:

2018 წელს საქართველოში ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი და განისაზღვრა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ქვეყანაში გასაყიდად განკუთვნილმა წვენებმა და მსგავსმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს.

ყურადღება! „ხილის წვენი“ მხოლოდ იმ პროდუქტს შეიძლება ეწეროს, თუ ის უშუალოდ მწიფე ხილის გამოწურვის შედეგადაა მიღებული.

ხოლო იმ პროდუქტს, რომელიც სხვა ტექნოლოგიით, ან სხვა ნედლეულით მზადდება, განსხვავებული სახელწოდებები უნდა ჰქონდეს. მაგალითად:

· ხილის კონცენტრირებული წვენი, ანუ წვენის კონცენტრატი

· კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი

· ხილის ნექტარი

· სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი

· მორსი

· წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი (დიფუზური წვენი)

განსხვავება წვენებსა და ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სასმელში ხილის ოდენობაა!

CC BY 2.0 / Flickr / John Revo Puno / Coconut Juice Factsბავშვი სვამს ხილის წვენს
სასარგებლო რჩევები: „სწორი და „არასწორი ხილის წვენი და ლიმონათი - Sputnik საქართველო
ბავშვი სვამს ხილის წვენს

ყურადღებით იყავით – ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“ ან „100%-იანი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ხილის წვენი არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს არ შეიცავს.

რადგან ზოგიერთი ხილისა და კენკრის წვენი რბილობს საკმაოდ ცუდად შორდება, დაშვებულია, რომ წვენი ამ რბილობსაც შეიცავდეს. ამიტომ მღვრიე ხილის წვენი სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს.

ხშირად გვხვდება ფალსიფიცირებული, ან უფრო იაფფასიანი სასმელით გაზავებული, ან ხილის დაწნეხვის შემდეგ დარჩენილი მასის გამორეცხვით დამზადებული წვენები. სწორედ ასეთ „წვენებს“ უმატებენ სხვადასხვა საღებავს, არომატიზატორს, დამატკბობლებს. ასეთი ფალსიფიკაციის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი, თუმცა ძალიან ადვილია გაარკვიოთ, შეიცავს თუ არა წვენი კონსერვანტებს:

გადმოასხით წვენი ჭიქაში და თბილ ოთახში გააჩერეთ. თუ მასში ორი-სამი დღის მანძილზე „დუღილი“ (ბაქტერიული დუღილი – ბუშტუკების წარმოქმნა–ამჟავება) არ დაიწყო, პროდუქტი შეიცავს კონსერვანტებს! მოერიდეთ ასეთი წვენის შეძენას, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

© photo: Gamarjoba / FBყურძენი და წვენი
სასარგებლო რჩევები: „სწორი და „არასწორი ხილის წვენი და ლიმონათი - Sputnik საქართველო
ყურძენი და წვენი

ჩვენ გასწავლით, როგორ აღმოვაჩინოთ წვენში ხელოვნური საღებავები:

წითელი ფერის წვენს დაუმატეთ სოდა და შეანჯღრიეთ. თუ ფერი შეიცვალა (მოლურჯო გახდა), ფერი ნატურალურია.

ან ერთ ჩაის კოვზ წვენს დაუმატეთ 3-4 წვეთი 10%-იანი ამიაკის წყალხსნარი (ნიშადურის სპირტი), მიიყვანეთ ადუღებამდე. თუ წვენი გამუქდა, ფერი ნატურალურია.

გაითვალისწინეთ! С ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა თავისთავად კონსერვანტიცაა და მისი დიდი ოდენობა პროდუქტში ყოველთვის ნატურალურობის მაჩვენებელი არ არის. თანაც, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კონსერვანტად დამატებული ასკორბინის მჟავის С ვიტამინად მითითებას ეტიკეტზე.

აქვე დაიმახსოვრეთ ჩვენი რჩევა: არ მოგატყუოთ წვენზე წარწერამ მასში დიდი ოდენობით С ვიტამინის შემცველობის თაობაზე.

CC BY 2.0 / Breville USA / Beet, Carrot, Orange Quencherახლად გამოწურული წვენი
სასარგებლო რჩევები: „სწორი და „არასწორი ხილის წვენი და ლიმონათი - Sputnik საქართველო
ახლად გამოწურული წვენი

როგორ შევარჩიოთ ლიმონათი:

კლასიკური ლიმონათი შედგება ნატურალური ხილის წვენის ან ნაყენისგან, ან ვაჟინისგან (შაქრის სიროფი). ასეთი ლიმონათი მატონიზირებელი (ტონუსის ამწევი) ეფექტით ხასიათდება.

კლასიკური ლიმონათი შეიცავს ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნაერთებს, ვიტამინებს, არომატულ ნივთიერებებსა და  ნახშირწყლებს. თუმცა ასეთი ლიმონათები დღეს, სამწუხაროდ, იშვიათია.

ლიმონათის წარმოების დროს ძალიან ხშირად უმატებენ ხელოვნურ საღებავებს, შაქრის შემცვლელ დამატკბობლებს და არომატიზატორებს, რომელთა დიდი ნაწილი ჯანმრთელობისათვის მავნებელია. ასეთი ლიმონათები იაფფასიანია და ამიტომ ბაზარზე ძირითადი ადგილი მათ უკავიათ.

გაითვალისწინეთ, შაქრის შემცვლელი დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული სასმელები რეკომენდებულია მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის. არასასურველია მათი გამოყენება ზაფხულში, რადგან 30 გრადუს ტემპერატურაზე პროდუქტის შენახვისას შაქრის შემცვლელი დამატკბობლები იშლება და წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებას (მეთანოლს).

გახსოვდეთ! მკვეთრი ფერის სასმელები ხელოვნური საღებავების გამოყენებით მიიღება.

თუ ეტიკეტზე აღმოაჩენთ წარწერებს „ასპარტამი“, „ქსილიტი“, „საქარინი“, ან კოდებს E950 ან E970, გახსოვდეთ, პროდუქტს შაქრის შემცვლელი, ხელოვნური დამატკბობლები აქვს დამატებული.

ყველა ახალი ამბავი
0