თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. რუსეთში პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვის „მწვანე თეატრში“ 26 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
მუსიკოსები შეასრულებენ კომპოზიციებს ახალი ალბომიდან „გეო“, ასევე ძველ სიმღერებს, რომლებიც პუბლიკას დიდი ხანია, აღარ მოუსმენია.
მოსკოვის გარდა, „მგზავრები“ უახლოეს მომავალში გეგმავენ რამდენიმე კონცერტის ჩატარებას რუსეთის დიდ ქალაქებში: 27 ივლისს – დონის როსტოვში, 3 აგვისტოს – ეკატერინბურგში და 7 სექტემბერს – სოჭში, ფესტივალზე Global Rainbow fest.
ჯგუფი „მგზავრები“ ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე“, რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა“ რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.
„მგზავრები“ აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.
ივნისის მიწურულს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავების გამო რუსეთში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ. სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ მომღერალმა ბოდიში მოიხადა რუსეთში მორიგი გამოსვლის გამო – 22 ივნისს მან რუსეთის დედაქალაქში სიმღერები შეასრულა ფესტივალზე Усадьба Jazz. საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, თავის მხრივ, ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გადადო ასევე ჯგუფმა A-Studio-მ და მისმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ.