მათითაშვილი: ნაყინი შეგვიძლია მივირთვათ, როცა ყელი გვტკივა

© photo: The Doctors / FBკოტე მათითაშვილი
კოტე მათითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლასტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი საუბრობს იმაზე, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ნაყინს.
მათითაშვილი: ნაყინი შეგვიძლია მივირთვათ, როცა ყელი გვტკივა

„ნაყინი იმ ტკბილეულების რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენ ჯანმრთელობაზე როგორც დადებითი, ასევე, სამწუხაროდ, ხანდახან უარყოფითი გავლენაც აქვს. ნაყინი კარგი ენერგიის წყაროა, ამასთან, სხვა ტკბილეულისგან განსხვავებით, დაბალკალორიული ნუგბარია. რძისაგან ან ნაღებისგან დამზადებული ნაყინი კალციუმის გარდა შეიცავს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რასაც რძე. ნაყინი შეგვიძლია მივირთვათ, როცა ყელი გვტკივა, რადგან ის ამშვიდებს გაღიზიანებულ და მტკივნეულ ყელს“, – ამბობს კოტე მათითაშვილი.

ექიმის თქმით, ყელის ტკივილის დროს არ უნდა მივიღოთ მხოლოდ შოკოლადიანი, ან თხილიანი ნაყინი, რადგან ის შეიძლება დამატებითი გამღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ყველა ახალი ამბავი
0