https://sputnik-georgia.com/20190715/eka-kaxianis-shvili-bavshvs-elodeba-245947801.html
„ვინ დაიჯერებს, რომ ბებია ხდები?!“ – ეკა კახიანის შვილი ბავშვს ელოდება
„ვინ დაიჯერებს, რომ ბებია ხდები?!“ – ეკა კახიანის შვილი ბავშვს ელოდება
Sputnik საქართველო
ეკა კახიანის შუათანა შვილი – ანასტასია თოფურიძე ფეხმძიმედაა. მსახიობსა და მომღერალს სულ მალე მესამე შვილიშვილი ეყოლება. 15.07.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-07-15T18:11+0400
2019-07-15T18:11+0400
2021-10-19T17:01+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23832/76/238327614_0:0:1000:564_1920x0_80_0_0_a6f10a585f39265471a20fac072324c0.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23832/76/238327614_0:0:1000:628_1920x0_80_0_0_79d3e0a6969e2c12cd052efb54120d4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„ვინ დაიჯერებს, რომ ბებია ხდები?!“ – ეკა კახიანის შვილი ბავშვს ელოდება
18:11 15.07.2019 (განახლებულია: 17:01 19.10.2021) ეკა კახიანის შუათანა შვილი – ანასტასია თოფურიძე ფეხმძიმედაა. მსახიობსა და მომღერალს სულ მალე მესამე შვილიშვილი ეყოლება.
ეკა კახიანი საქართველოში აღფრთოვანებას იწვევს. ვერავინ დაიჯერებს, რომ მსახიობი 55 წლისაა. მისი დახვეწილი მანერები ან რომანტიკული კომპოზიციები არავის ავიწყდება. სულ რამდენიმე თვეში მესამე შვილიშვილი ეყოლება და ის მათ აღზრდაში ინტენსიურად არის ჩართული. ამას სხვადასხვა ფოტო-ვიდეომასალაც მოწმობს.
ეკა კახიანს სამი შვილი ჰყავს. შუათანა ანასტასია თოფურიძეა.
ანასტასიას და ირაკლი გაბაშვილის სიყვარულის ისტორია 2006 წელს დაიწყო. საკმაოდ გვიან, ხუთი წლის შემდეგ ხელი მოაწერეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ხელის მოწერიდან რამდენიმე ხანში სვეტიცხოველში ჯვრისწერაც გადაწყდა.
წყვილმა 2012 წელს იქორწინა და კახიანების ცნობილ აგარაკზე 400-კაციანი ქორწილიც გადაიხადეს. ანასტასიამ და ირაკლიმ ეკა კახიანს პირველი შვილიშვილი, ვაჟი აჩუქეს, რომელსაც ლადო ჰქვია.
როგორც ჩანს, შვილიშვილების გარდა ეკა კახიანს სიძესთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ისინი თაყვანისმცემლებმა კაფეებში არაერთხელ დააფიქსირეს. მსახიობის ქალიშვილი ანასტასიაც მათ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია თოფურიძეს ფეხმძიმობა ძალიან უხდება და წონაშიც საგრძნობლად არ მოუმატია.
წყვილი საბერძნეთში მოგზაურობს. როგორც ფოტოს წარწერებიდან ირკვევა, ანასტასია 8 თვის ფეხმძიმეა და სულ ერთ თვეში ეკას მესამე შვილიშვილს აჩუქებს. ვნახოთ, როგორ გამოიყურება ყველასათვის საყვარელი მომღერლის ორსული შვილი.