„ესეც ჩვენი ყბაჩამსხვრეული ჰასკი“, – ასეთი დასათაურება ახლავს ვიდეოს, რომელშიც ასახულია როგორც ჭამს საკვებს დაშავებული ძაღლი.
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე დღის წინ ჭოპორტის მცხოვრებმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.