ტრაგედია ქობულეთის გზაზე: დაშავებული ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება ქუთაისში
სასწრაფო დახმარება ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის და ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა რთულია

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეზე დაყრდნობით.

„ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ღრუში და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სასწრაფო დახმარება ბათუმში - Sputnik საქართველო
ტრაგედია ქობულეთის გზაზე:  დაღუპულია ცოლ-ქმარი

გუშინ ავარიის შედეგად, სწორედ ბავშვის მშობლები დაიღუპნენ. მეორე დაშავებული ბავშვი, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადაჰყავდათ, სიტუაციის გართულების გამო ქუთაისის კლინიკაში დატოვეს.

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს „მინივენის“ ტიპის სამი ავტომობილი შეეჯახა. კლინიკებში ამ დროისთვის სულ 10 დაშავებული რჩება. დაშავებულებიდან ორივე მძღოლი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენები კი პოლონელი და არაბი ტურისტები არიან.

ამ დროისათვის ქობულეთის საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი გადის მკურნალობას, მიქელაძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0