სამი გამარჯვება ფეხბურთში და ერთი ოქრო ძიუდოში

© photo: Georgian Judo Federation / FBტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე
ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ გასული კვირის სპორტული მოვლენების მიმოხილვას

დღევანდელი სპორტული მიმოხილვის მთავარი თემები ფეხბურთი და ძიუდო გახლავთ.

უეფას საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი ასპარეზობდა და ბოლო წლებისგან განსხვავებით, საკმაოდ წარმატებითაც. თანმიმდევრობით მივყვეთ.

საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ გასვლაზე მოუწია თამაში მოლდოვის „შერიფთან“, რომელიც  ევროპული გათამაშებების დებიუტანტისთვის საკმაოდ სერიოზული მეტოქე გახლდათ. შარშან ამ გუნდმა ჩვენს ქუთაისის „ტორპედოს“ შინ 3:0 მოუგო და შეჯიბრიდან გამოთიშა და ევრო სარბიელზე გამოსვლის დიდი გამოცდილებაც გააჩნია. თბილისელთა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე და ქუთათურების ჯავრიც ამოიყარეს ანგარიშით 3:0.

„შერიფის“ მწვრთნელი ზორან ზეკიჩი ნამატჩევს აღიარებს, რომ „საბურთალომ “ მოგება დაიმსახურა: 

 

ყველა ახალი ამბავი
0