ისრაელის მოქალაქე „აირზენას“ უჩივის: სად დაკარგა ქალბატონმა ოქროს სამკაულები  

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
ავიაკომპანია  Airzena-ს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ძვირფასეულობა თბილისიდან თელ-ავივში მგზავრობის დროს დაიკარგა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ისრაელის მოქალაქე დალია ბარუხი ქართულ ავიაკომპანია „აირზენას“ უჩივის - ქალბატონი აცხადებს, რომ თბილისიდან თელ-ავივში მგზავრობის დროს ბარგიდან ოქროს ნაკეთობები დაკარგა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

დალია ბარუხი ვარაუდობს, რომ ოქროს ნივთები სწორედ თბილისში დაიკარგა. ის აცხადებს, რომ როდესაც თელ-ავივიდან თბილისში მოემგზავრებოდა, საქართველოში ჩამოსვლისა და შემოწმების შემდეგ ყველა ძვირფასი ნივთი ადგილზე დახვდა. თუმცა, როდესაც უკან თელ-ავივში გაემგზავრა, ბარგის გახსნის შემდეგ ოქროს ნივთები დაკარგული დახვდა.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანელი ქალი გადაარჩინა

დალია ბარუხი ამბობს, თელავივის პოლიციას უკვე მიმართა და ახლა პასუხს „აირზენასგან“ ითხოვს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ტვირთების გადაზიდვას აკონტროლებს, გამოიკვლევს თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„მთელი სამსახური მაქვს აეროპორტში, რომელიც მაგას მიხედავს. არიან სპეცსამსახურები, რომლებიც ამონიტორინგებენ მაგას. ყველა მხრიდან ვიდეოები დგას, თუ ვინმე რამეს მაიმუნობს, ვნახავ.... ეს შემთხვევა მილიონები ხდება საავიაციო გადაზიდვებზე. „აირზენას" რეისზეც ყოფილა ალბათ შემთხვევები, რასაკვირველია. თუ დავიჭერთ იმას, გადავცემთ პასუხისგებაში, გამოიკვლიონ და მერე თუ დადგება საკითხი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია ამაზე იქნება ცალკე მსჯელობა“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ასრულებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის, ხოლო რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0