ექსპერტებმა ფრისტალის და სნოუბორდის ჩემპიონატისთვის ბაკურიანი დაათვალიერეს

გამოწერა
უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოში ფრისტალის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ექსპერტები ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა ესტუმრნენ საქართველოს, რათა ქვეყნის ზამთრის კურორტებზე ახალი პროექტებს გაეცნონ და ფრისტალის და სნოუბორდის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი განიხილონ, იუწყება Новости-Грузия საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანიაზე დაყრდნობით.

საქართველო ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად ემზადება >>

ფრისტალის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შარშან საბერძნეთის ქალაქ კოსტა-ნავარინოში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) საბჭოს სხდომაზე.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა სექტემბრამდე დასრულდება

უცხოელმა ექსპერტებმა უკვე მოინახულეს ბაკურიანი, სადაც დაათვალიერეს სამთო-სათხილამურო ტრასები და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. გარდა ამისა, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩემპიონატის ჩასატარებლად მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წელს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაში და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, განაცხადეს სამთო კურორტების განვითარების კომპანიაში.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი აამაღლებს საქართველოს ცნობადობას და ტურისტების ინტერესს საქართველოს ზამთრის კურორტების მიმართ.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს სამთო კურორტები
ექსპერტებმა ფრისტალის და სნოუბორდის ჩემპიონატისთვის ბაკურიანი დაათვალიერეს - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო კურორტები
ყველა ახალი ამბავი
0