მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ელისეის მინდვრებზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკში„ყვითელჟილეტიანების“ აქცია პარიზში
„ყვითელჟილეტიანების“ აქცია პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დილიდან 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ პარიზში დაწყებული შეტაკებები პოლიციასთან ელისეის მინდვრების რაიონში გაგრძელდა, იუწყება РИА Новости-ს კორესპონდენტი.

ამჟამად მომიტინგეები პარიზის მთავარ ქუჩაზე აგროვებენ რკინის მოაჯირებს, რომლებიც ტროტუარზე დილის შემდეგ იყო დარჩენილი. პოლიციის სპეცნაზის ჯგუფები კონსტრუქციების დაშლას ცდილობენ.

საპირველმაისო დემონსტრაციები - Sputnik საქართველო
პარიზში დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი დააკავეს

ელისეის მინდვრებზე სხვადასხვა ადგილებზე პოლიციასთან შეტაკებები მიმდინარეობს, ქუჩა კვამლშია გახვეული, ქარს კი ცრემლსადენი გაზი მოაქვს.

ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, რომელიც პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, დღის პირველ ნახევარში პოლიციამ უკვე 152 ადამიანი დააკავა.

პოლიციამ და ჟანდარმებმა აღლუმის ჩატარების ადგილის სიახლოვეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს. ისინი ამოწმებდნენ აღლუმზე დასწრების მსურველებს, მათ ჩანთებსა და ზურგჩანთებს, ართმევდნენ მათ წყლით გავსებულ ბოთლებს.

საფრანგეთის მთავრობა „ყვითელ ჟილეტებს“ ნიღბების ტარებას აუკრძალავს >>

„ყვითელი ჟილეტების“ მსხვილმასშტაბიანი პროტესტი საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები ითხოვდნენ, არ გაზრდილიყო საწვავზე გადასახადი და არ გაძვირებულიყო ბენზინი. საფრანგეთის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო მოძრაობის მონაწილეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩის აქციებს განაგრძობენ. ხშირად საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.

ყველა ახალი ამბავი
0