„ბოდიშს გიხდით, როგორც ქალს“ - ვის უხდის ბოდიშს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

© Photo: courtesy of Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავად ინგა გრიგოლიამ საკრებულოს თავმჯდომარის  საქციელი, რომელმაც უარყო, რომ კომენტარი ჟურნალისტს ეხებოდა, „ჩასვრად“ შეაფასა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მეუღლეს ბოდიშს უხდის.

„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – ვის გულისხმობდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე >>

რამდენიმე დღის წინ ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს ამსახველ პოსტს კომენტარის სახით მიაწერა - „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, რასაც ონიანის მისამართით საზოგადოების ხრიდან მწვავე კომენტარები და შეფასებები მოყვა. მოგვიანებით ონიანმა განმარტა, რომ მას ამ კომენტარში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.

თავის პოსტში ლევან ონიანმა „ქართული ოცნების“ მიღწევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პარტიამ „საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე" დააყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია ქართული ოცნებიდან, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი, რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ... ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ... “,- წერს ონიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

Инга Григолия - Sputnik საქართველო
„ჩაისვარა, ქადჟი...“ – ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეზე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ბოდიში საკუთარ მეუღლესაც მოუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი.

თავად ინგა გრიგოლიამ ონიანის კომენტარს სოციალური ქსელით უპასუხა და საკრებულოს თავმჯდომარის საქციელი, რომელმაც უარყო, რომ კომენტარი ჟურნალისტს ეხებოდა, „ჩასვრად“ შეაფასა.

11 ივლისს გიორგი გახარია სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“. გადაცემის პარალელურად ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0