თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაყილოვანში საცხოვრებელი სახლი იწვის, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებიც.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.