კილომეტრიანი საცობი სარფზე: ტრანსპორტით გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრისთვის სარფის საბაჟოზე გავლა მხოლოდ ტრანსპორტის გარეშე მყოფებს შეუძლიათ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ერთკილომეტრიანი საცობია, იწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.

სარფის გამშვებ პუნქტამდე საცობი გონიო-კვარიათიდან იწყება. მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქულ მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ.

ამ დრისთვის სარფის საბაჟოზე გავლა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ.

ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

ყველა ახალი ამბავი
0