ველური შეძახილები და მფრინავი ხმლები: საქართველოში უძველესი ბრძოლები აღადგინეს - ვიდეო

გამოწერა
ძველად არსებობდა ქართველი მეომრების რაზმები, რომლებიც მტერს ღამის საათებში ესხმოდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ უჩვენეს მაყურებელს უძველესი ბრძოლების რეკონსტრუქცია ფესტივალ Art Gene-ის ფარგლებში

ძველად არსებობდა ქართველი მეომრების რაზმები, რომლებიც მტერს ღამის საათებში ესხმოდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ უჩვენეს მაყურებელს უძველესი ბრძოლების რეკონსტრუქცია ფესტივალ Art Gene-ის ფარგლებში

სიბნელეში შეუმჩნევლად გადაადგილებისათვის, მებრძოლებს შავი სამოსი ეცვათ და შავი ფარები ჰქონდათ. ისინი სპეციალურ სწავლებას გადიოდნენ და განსაკუთრებულ საბრძოლო ილეთებს ფლობდნენ.
საჭიროების შემთხვევაში, მებრძოლებს თვალახვეულებს ან ცალი ხელით ბრძოლა შეეძლოთ. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ქართველი „ნინძები“, რომლებიც ხშირად გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს უპირისპირდებოდნენ.

ბრძოლის ასეთი ფორმა ჩვენს დროში სანახაობრივ საბრძოლო შოუდ იქცა. საბრძოლო ხელოვნების ფედერაციამ „ჰოროლი“ გადაწყვიტა აღადგინოს უძველესი ისტორია და ის ილეთები, რომელსაც ჩვენი წინაპრები ბრძოლებში იყენებდნენ.

ადრე ამ ფედერაციის სახელწოდება იყო „შავფაროსნები“, სწორედ ამ სახელწოდებას ატარებდნენ უძველესი რაზმები. მაგრამ მოგვიანებით ხელმძღვანელობამ ფედერაციის სახელწოდება შეცვალა და ის გახდა „ჰოროლი“.
„ჰოროლი“ ქართული ცივის იარაღის ერთ-ერთი უძველესი სახეობა იყო და ბასრ გრძელტარიან ხანჯალს წარმოადგენდა.

„ჰოროლის“ მებრძოლების გამოსვლები სხვადასხვა ფესტივალებზე მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0