თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკო ფიჩხაიამ დაწერა.
თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.
ნინი ქარსელაძემ მამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“მამა! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ! ძალიან დიდი მადლობა ევექსის მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანს და მომსახურე პერსონალს!” – დაწერა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში.