მამა პეტრე კოლხი: პეტრე-პავლობის დღესასწაულს გილოცავთ! – ყველას შეუძლია გახდეს პავლე

© photo: Petre Kolxi / FBმამა პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია, პეტრე კოლხი) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საუბრობს.
მამა პეტრე კოლხი: პეტრე-პავლობის დღესასწაულს გილოცავთ - ყველას შეუძლია გახდეს პავლე

„დღევანდელი დღე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პეტრე და პავლეს ხსენების დღეა. პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, – ისაუბრა მამა პეტრემ.

დეკანოზის განმარტებით, წმინდა პეტრე ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური.

ყველა ახალი ამბავი
0