თბილისელი „ბედნიერი მეოცნებე" ავსტრიაში: მხატვარი გამოფენაში მონაწილეობს

© photo: Lashauri Mai / FBმაი ლაშაური
მაი ლაშაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორიგინალური და თავისუფალი სტილის გამო საქართველოში მაი ლაშაურს „ბედნიერ მეოცნებეს" უწოდებენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისელი მხატვარი მაი ლაშაური საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში Art is in the air მონაწილეობს, რომელიც ზალცბურგის გალერეაში Ramfjord 9 აგვისტოს გაიხსნება.

აქციების მესამე დღე პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ილუსტრაცია-შედევრებად ქცეული თბილისური პროტესტი: დანიელი მხატვრის მთავარი ლაიტმოტივი

თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა მაი ლაშაურმა, როგორც საინტერესო მხატვარმა, სახელი გაითქვა თავის სადებიუტო პერსონალურ გამოფენაზე „ჩამეხუტე რვაჯერ".

მხატვარი უჩვეულო შემოქმედებით გამოირჩევა – არ აქვს რომელიმე ერთი კონკრეტული სტილი, უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების „ნაზავს". სწორედ ეს ხდის მის შემოქმედებას ნოვატორულსა და ინდივიდუალურს.

ტილოებზე ორიგინალური სტილის, სითამამისა და თავისუფალი სახეებისა და სილუეტების გამო საქართველოში მაი ლაშაურს „ბედნიერ მეოცნებეს" უწოდებენ.

© photo: Lashauri Mai / FBმაი ლაშაურის ტილო
თბილისელი „ბედნიერი მეოცნებე ავსტრიაში: მხატვარი გამოფენაში მონაწილეობს - Sputnik საქართველო
მაი ლაშაურის ტილო

ქართველ მხატვართან ერთად ექსპოზიციაში მონაწილეობენ მხატვრები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ავსტრიიდან.

გამოფენა ზალცბურგში 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0