„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – ვის გულისხმობდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

© photo: Izosia / FBინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის კომენტარი განხილვის თემად იქცა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ლევან ონიანის „ფეისბუქის“ გვერდზე ნეგატიური კომენტარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალური გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსის ქვეშ მისი კომენტარი „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ მასმედიით გავრცელდა.

საპროტესტო აქცია TV Pirveli-თან - Sputnik საქართველო
გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია „ტვ პირველთან“ მიმდინარეობს

ასე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტა ხანში კომენტარიც წაშალა და ისიც უარყო, რომ კომენტარში ინგა გრიგოლიას გულისხმობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“. გადაცემის პარალელურად ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0