თბილისელი ტაქსისტები „Sputnik–საქართველოს“ გადამღებ ჯგუფს ესაუბრნენ და გაუზიარეს, რა აზრის არიან მერიის მიერ გატარებულ რეფორმებზე.
თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული რეფორმის თანახმად, ტაქსის მძღოლს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლიცენზია და სერტიფიკატი. თავდაპირველად ინიციატივამ ტაქსისტებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციებიც კი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით რეფორმების პროცესში მთელი რიგი კორექტივები შევიდა.