თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ტელეხიდში, რომელიც Skype-ის მეშვეობით გაიმართება, იუწყება რუსეთის სახელმწიფო ტელე- და რადიომაუწყებლობის კომპანიის პრეს-სამსახური.
ტელეხიდის ორგანიზატორია ტელეარსი Россия 1. უკრაინის მხრიდან მისი მონაწილეები იქნებიან კინოს, მეცნიერებისა და სპორტის სფეროს მოღვაწეები.
„ტელეხიდი სახელწოდებით „საჭიროა ვილაპარაკოთ“ Skype-ის მეშვეობით განხორციელდება — ეს მეცნიერების, კინოს, სპორტის წარმომადგენლები და უბრალოდ ადამიანები იქნებიან“, — განმარტავენ პრეს-სამსახურში.
მანამდე ტელეარხმა Россия 1 დააანონსა, რომ 12 ივლისის 19:00 საათზე მათსა და კიევში არხ NewsOne-ს შორის ტელეხიდი შედგება. ანონსმა უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ტელეხიდის გამართვის გეგმასთან დაკავშირებით საქმე „სახელმწიფოს ღალატის მცდელობის“ მუხლით აღძრა. ორშაბათს კი ტელეარხმა განაცხადა, რომ ტელეხიდის ჩატარებაზე უარს ამბობს ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის გამო.