Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიჯექი მანქანაში, რომელმაც ქალს დაარტყა და მე გამაპარეს, კინაღამ შევიშალე“ – ბადურაშვილი

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი იხსენებს, როდის იყო ყველაზე გაღიზიანებული.

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა იმაზე, ყველაზე მეტად რა ჭორმა გააღიზიანა. მომღერლის თქმით, რამდენჯერმე გამხდარა უსამართლო ინფორმაციების მსხვერპლი.

ნინი ბადურაშვილმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი სთხოვდა კომენტარს იმაზე, იყო თუ არა გარეული მკვლელობაში.
„მირეკავდნენ და დაჟინებით მთხოვდნენ პასუხს იმაზე, რომ თითქოს მე ვიჯექი იმ მანქანაში, რომელმაც ქალს დაარტყა და მე გამაპარეს. მესამედ რომ დამირეკეს და მითხრეს, ახლა მოვდივარ დაზარალებულის ოჯახიდანო, გარდაცვლილიაო, კინაღამ შევიშალე. მახსოვს, წყობიდან გამოვედი და ვკიოდი ტელეფონში“, – იხსენებს ნინი ბადურაშვილი. 

ყველა ახალი ამბავი
0