Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქართველი წყვილი, რომელსაც ჯეისონ სტეთჰემსა და როუზ უაითლს ადარებენ – ფოტოები

გამოწერა
საქართველო ლამაზი, წარმატებული და მომხიბლავი წყვილების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ეს ცოლ-ქმარი უდავოდ გამორჩეულია.

სოციალური ქსელების დიდი დამსახურება ისაა, რომ ცნობილი ვარსკვლავები, გარდა იმისა, რომ წვეულებებს, საქმიანობას ან თუნდაც დასვენებას გვიზიარებენ, ასევე მათ მეორე ნახევრებსაც გვაცნობენ. ერთად გავიგოთ, თუ ვინ არის ტოპ-მოდელ ანა შელიას დიდი სიყვარული და სად გაიცნეს ქართველმა ჯეისონმა და როუზმა ერთმანეთი.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონას ანა შელიას რჩეული წარმატებული მორაგბე ლაშა ლომიძეა. მათ ერთმანეთი სკოლის პერიოდში გაიცნეს, მაგრამ ანა ასაკით უმცროსია და ლაშამ მაშინ ურთიერთობისგან თავი შეიკავა.
მოგვიანებით, როდესაც ანას ორთვიანი კონტრაქტი ლონდონის წამყვანმა მოდის სახლმა გაუფორმა, ლაშამ, როგორც ნამდვილ ჯენტლმენებს შეეფერებათ, ანა ლონდონში მოინახულა. მანამდე ანამ ლაშასგან წერილი მიიღო, რაზეც ტოპ-მოდელმა ცივი პასუხი გასცა – „თავი დამანებე“.
სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტუალურია მათი ფოტოები და ვიდეოები. გასაკვირი არც არის, რადგან ინტერნეტ-სივრცის ხშირი მომხმარებელი მათ ქართველ ჯეისონ სტეთჰემსა და როუზ უაითლს ადარებენ. ფოტოებს თუ დაათვალიერებთ, ალბათ თქვენც მიამსგავსებთ.
დღეს ანა და ლაშა არჩეულ პროფესიებში არა მხოლოდ ცნობადი ან აქტუალურები არიან, არამედ მათ ცნობილი დასავლური, ევროპული კომპანიები თუ გუნდები იწვევენ საქმიანობის გასაგრძელებლად და ხანგრძლივი კონტრაქტის გასაფორმებლად.
აღსანიშნავია, რომ ლაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, პარალელურად კი ფრანგულ „ბეზიერსშია", უფრო ადრე საფრანგეთის "მონპელიეს" გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ ხელი 2018 წელს „შატო მუხრანში“ მოაწერეს. ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეს, რომელსაც სულ 50 სტუმარი ესწრებოდა. ანამ ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას კაბას მიანიჭა უპირატესობა.

ყველა ახალი ამბავი
0