მრავალი წელია ეკა ხოფერია ერთი საქმის ერთგულია. მისი პროფესიული კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და ახლა უკვე ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორია.
47-ე დაბადების დღეზე უმშვენიერესმა ეკამ ფოტოსესიიდან ერთი ფოტო გამოაქვეყნა გულწრფელი წარწერით, რომელზეც სიყვარულსა და აღფრთოვანებას ვერ მალავს: „ჩემი 9 ივლისი, ჩემი დაბადების დღე, რომელიც ვერ წარმომიდგენია ჩემი საყვარელი თბილისის და ამ ულამაზესი ქვეყნის გარეშე. 47 წლის გავხდი, თითოეული მიყვარს და თითოეული თავიდან ბოლომდე ჩემია“.
Instagram- ზე ატვირთულ ფოტოზე ეკას ცისფერი კოსტიუმი მოხდენილად აცვია და ახალგაზრდა გოგონასავით გამოიყურება.
მოდელს სამი შვილი ჰყავს.
პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი – ანანო ლევიძე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა, ხოლო მეორედან – ორი ვაჟი.