მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უდიდესი ბლექაუტი: სომხეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გამოწერა
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მეტროპოლიტენსაც. გვირაბში გაჩერებული მატარებლებიდან 12 ათასი ადამიანი გამოიყვანეს.

თბილისი, 10ივლისი – Sputnik. სომხეთში მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, იუწყება Sputnik-Армения.  

აეროპორტი „ზვართნოცი“ - Sputnik საქართველო
სომხეთი რუსეთიდან დამატებითი რეისების მისაღებად მზად არის

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დარღვეულია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობა — ბანკების, საავადმყოფოების, რკინიგზისა და სხვ.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მეტროპოლიტენსაც. გვირაბში გაჩერებული მატარებლებიდან 12 ათასი ადამიანი გამოიყვანეს.

დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემები ენერგოქსელში ძაბვის ვარდნამ შექმნა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა მოქალაქეებს ელექტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენოთ ენერგია, რათა ის უმნიშვნელოვანეს ობიექტებს ეყოს. გამორთეთ ზედმეტი შუქი და კონდიციონერები“, — დაწერა ტოროსიანმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.    

გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება და საავარიო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღეს, საღამოს 19:00 საათისთვის აღდგება.

ავარიის მიზეზებს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიაში დეფიციტი შეიქმნა, გაიზრდება ირანიდან და საქართველოდან მიწოდებები. მეზობელი ქვეყნები დროებითი პრობლემების დროს რეგულარულად აწვდიან ერთმანეთს ელექტროენერგიას. 

ყველა ახალი ამბავი
0