Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს თვალებხატული ძალიან მომწონს!“ – ლელა მებურიშვილმა საოცარი შვებულება მოიწყო

© FB/ Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელას ეს ფოტოები ზაფხულის ნაკლებად მოყვარულსაც კი შვებულებას, კამკამა ზღვასა და ალისფერ მზის ჩასვლას მოანდომებს.

ულამაზესი ქართველი მსახიობის და სხვადასხვა შოუების წარმატებული ტელეწამყვანის ლელა მებურიშვილის შესაშური არდადეგები დაიწყო. მსახიობმა მოგზაურობა შვილებთან, დასთან და მეგობრებთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში გადაწყვიტა.

მსახიობმა ალანიის სანაპიროდან რამდენიმე თვალწარმტაცი ფოტო Instagram-ზე გამოქვეყნა, რის შედეგადაც ბევრი აღფრთოვანებული ადამიანი გამოეხმაურა.
როგორც ჩანს, ლელა მებურიშვილის ზღაპრულ გარემოში გამოქვეყნებულმა ფოტოკოლაჟებმა ადამიანები იმდენად გააოცა, რომ ერთ ნეგატიურ კომენტარსაც ვერ ნახავთ.
„სილამაზე, რომელი სანაპიროა?“; „ულამაზესი გოგო ხარ, თვალს ვერ გწყვეტ!“; „ვგიჟდები, მუდამ როგორ ანათებ?!“ – წერენ ფანები.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი გათხოვების შემდეგ საცურაო კოსტიუმში ფოტოებს არ აქვეყნებს. არც ეს დასვენებაა გამონაკლისი. და, მიუხედავად ამისა, ლელა მებურიშვილის სილამაზე და დახვეწილობა გრძელ კაბაშიც არ იმალება.

ლელა გარკვეული პერიოდის მანძილზე სიყვარულს მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. მისი რჩეული ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას დიდ სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს.
ლელას და ბაჩოს ქორწინებიდან ორი შვილი – ბიჭი და გოგონა ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0