ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.
შესაძლებელია პრობლემები ურთიერთობებში. მათაც კი, ვინც აქამდე მშვენივრად უგებდა ერთმანეთს, პოულობდა საერთო ენას, ახლა, შესაძლოა, გაუჭირდეთ კონტაქტი, წაუყენონ ერთმანეთს პრეტენზიები, განაწყენდნენ ისეთ რამეზე, რასაც ადრე ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდნენ. სიმშვიდის შენარჩუნება ყველას გაუჭირდება, მაგრამ ზედმეტად მგრძნობიარე ნატურებმა, შესაძლოა, წონასწორობა დაკარგონ.
საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია სამუშაოზე ან სხვა რამე მნიშვნელოვან საქმეებზე. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ასევე კარგი დღეა სწავლისთვის - ადვილად აითვისებთ ისეთ დისციპლინებსაც კი, რომლებიც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ.