როგორ იცვლებოდა ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

22 ივნისს კი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აიკრძალა ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც. მანამდე ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გაყიდონ საქართველოში საგზურები.

მსგავსი პრობლემები საქართველოსა და რუსეთს შორის ადრეც წარმოშობილა.

რუსეთიდან საქართველოში ფრენებს ასრულებდნენ რუსული ავიაკომპანიები „ურალის ავიახაზები", „პობედა", „აეროფლოტი", S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia, ასევე ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-ი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა პირველად 2006 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ აიკრძალა. რაღაც დროით აღდგა 2008 წელს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისევ აიკრძალა.

ქვეყნებს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2010 წლის აგვისტოდან განახლდა, მოსკოვსა და ქუთაისს შორის – 2011 წლის სექტემბერში, ხოლო მოსკოვსა და ბათუმს შორის – 2012 წლის მაისში.

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წლის 27 ოქტომბერს იქნა მიღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0