Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცოლიან კაცთან ურთიერთობა არ ტეხავს“ – კესარია პროვოკაციულ კითხვებს პასუხობს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსგენდერი ქალი თაყვანისმცემლების ირონიულ და პროვოკაციულ კითხვებს გულახდილად პასუხობს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

კესარია აბრამიძე პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018“ მონაწილეობა მიიღო. ამ კონკურსზე კესარიას გარშემო სკანდალი აგორდა. ჭორები ვრცელდებოდა, თითქოს ის ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ იყო, მაგრამ ფოტომოდელმა ფანებს უპასუხა, რომ რეპეტიციებზე მაქსიმალურად იხარჯებოდა და დაღლილობამ თავი იჩინა. გარდა ამისა, თარჯიმანმაც ჟიურისთან კითხვა-პასუხისას ვერ გადაუთარგმნა და გაუგებრობა არ დამთავრდა.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კონკურსის კულუარების დეტალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. შესაბამისად, გულახდილობითა და იუმორითაც გამოირჩევა, ამიტომ საზოგადოებას მის მიმართ პროტესტისა და აგრესიის გრძნობა არ აქვს.
ცნობილი ქართველები თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში გულახდილი პასუხებით იშვიათად ანებივრებენ, კესარია კი გამონაკლისია. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ხელმომწერების ყველაზე უსიამოვნო კითხვასაც პოზიტივით პასუხობს.
გარდა ამისა, თავის მოვლის საშუალებებს, ბავშვობის ფოტოებს, პირადი ცხოვრებისა და მეგობრულ რჩევებს გულახდილად აზიარებს. Instagram-ის Story-დან რამდენიმე მათგანს შეუცვლელად გთავაზობთ: - გოგოსთან სექსი გქონია ან სურვილი?

კესარია: - არა!

- შოპინგი თუ სექსი? რომელს მოაქვს უფრო მეტი პოზიტივი? 

კესარია: - შოპინგს;

- ხმა კომპლექსს გიქმნიდა?

კესარია: - არა, არ მიქმნიდა. თორე ხმის ოპერაციას მარტივად გავიკეთებდი. უბრალოდ, ოპერაციის შემდგომ ერთი თვე არ უნდა ილაპარაკო და რა გამაჩერებს?! მე წრიპინა ხმა არ მომიხდება, არადამაჯერებელი ვიქნები;

- ცოლს გაშორებულ ბიჭთან ურთიერთობა ტეხავს?

კესარია: - ცოლიანთანაც არ ტეხავს!

- როგორ ფიქრობ, მარტოხელას შანსი აქვს ურთიერთობის დაწყების?

კესარია: - 60 წლის ასაკშიც გაქვს შანსი თავიდან დაწყების;

- ნამდვილი სექსი რამდენხანს უნდა გრძელდებოდეს?

კესარია: - როდესაც გიყვარს ყველა ნამდვილია;

- შეყვარებულს დავშორდი და ჩემი სახელის გატეხვას ცდილობს. რა ვქნა?

კესარია: - ჯერ ერთი, სახელი არ ტყდება, მეორე ყველა უთავმოყვარეო ყოფილზე ცუდს იტყვის და თუ სახელი მაინც გიტყდება, დაასწარი და თქვი, რომ იმპოტენტი იყო!

ასე გულახდილად პასუხობს კესარია თაყვანისმცემლების კითხვებს.

ყველა ახალი ამბავი
0