ცაგერში შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები აღმოაჩინეს

© photo: Dekhviri Museum / FBდეხვირის მუზეუმი
დეხვირის მუზეუმი - Sputnik საქართველო
მეცნიერები ნანგრევებს XIV-XVII საუკუნეებს მიაკუთვნებენ და მას დეხვირის ციხის კომპლექსის ნაწილს უწოდებენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში არქეოლოგებმა ციხის ნანგრევები აღმოაჩინეს, იუწყება პირველი არხი.

მეცნიერები აღმოჩენას XIV-XVII საუკუნეებს მიაკუთვნებენ და მას დეხვირის ციხის კომპლექსის ნაწილს უწოდებენ

„ძეგლი, სავარაუდოდ, XIV-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ციხეა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით „დეხვირის ციხეა თავი თაკვერისა", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ციხეთა მფლობელი მთელი ლეჩხუმის მფლობელი იყო", – განაცხადა არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

გონიოს ციხესიმაგრე - Sputnik საქართველო
იშვიათი აღმოჩენა: აჭარაში რომაული პერიოდის მონეტები აღმოაჩინეს

დეხვირში არქეოლოგიური გათხრები ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა ამავე სახელწოდების ციხე-სიმაგრის კვლევას სპეციალისტები ჯერ კიდევ 2015 წელს შეუდგნენ. სამუშაოებს ცაგერის რაიონის მერია აფინანსებს.

ამ წლების განმავლობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ანტიკური პერიოდის რამდენიმე სამარხი, ციხე, მათ შორის, დეხვირის კომპლექსის მთავარი ციხე-სიმაგრე.

დეხვირში არქეოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს: მცხეთა-დეხვირის არქეოლოგიური ექსპედიცია და შუა საუკუნეების მკვლევარების ჯგუფი.

დეხვირში 2012 წლიდან ფუნქციონირებს არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური