იშვიათი აღმოჩენა: აჭარაში რომაული პერიოდის მონეტები აღმოაჩინეს

© Sputnik / Agnes Papazianგონიოს ციხესიმაგრე
გონიოს ციხესიმაგრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა აპოვეს მონეტა, რომელიც  იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

თბილისი, 5 ივლისი  — Sputnik.  გონიო–აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს უძველესი კერამიკული ნაკეთობები, ამფორები, ქოთნები და მონეტები აღმოაჩინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

არქეოლოგიური გათხრა - Sputnik საქართველო
არქეოლოგებმა უძველესი სათამაშო აღმოაჩინეს: კოჭაობა 4 ათასი წლისაა

ციხის ტერიტორიაზე გათხრები  ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარეობს. ოთხი დღის განმავლობაში  სპეციალისტებმა მინისა და ლითონის ნაკეთობები,   ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტა აღმოაჩინეს. სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს.  ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რომაული ეპოქის მესამე საუკუნის ნაგებობათა ნაშთებს სწავლობენ.  მეორე უბანზე ასევე აღმოჩენილია   რომაული ეპოქის, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის – I-II საუკუნით დათარიღებული შენობის ნანგრევები.

კიდევ ერთი უბანი მდებარეობს ციხის ჩრდილ– აღმოსავლეთ ნაწილში სადაც, გასულ წელს აღმოჩნდა გარნიზონის მეთაურის სასახლე და აბანოს ნაშთები მოზაიკური იატაკით.

გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

ყველა ახალი ამბავი
0