„ძალზე მარტივია" – ონიშჩენკო ხელისუფლებას ქართული ღვინის აკრძალვისკენ მოუწოდებს

გამოწერა
როგორც რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა აღნიშნა, იგი მხარს უჭერს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, რუსეთის ყოფილ მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს მიაჩნია, რომ ქართული ეკონომიკა და მეღვინეობა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტება, მთლიანად ჩამოიშლება.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სიმბოლიკიანი ალამი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის მიმართ შეურაცხყოფებს Rustavi2-ის ეთერში პროვოკაცია უწოდა

მანამდე სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას" ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილოს.

„მაშინ ქართული მეღვინეობა ნამდვილად ჩამოიშლება. იმიტომ რომ თუ ჩვენ სანქციებს დავადებთ, ქართველმა ხალხმა თავიანთ პოლიტიკოსებს უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონზე თუ საკუთარ ხალხზე... თუ ჩვენ ამას ახლა ავკრძალავთ, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება და ვერავითარი შეერთებული შტატები ვერ უშველის. ნუთუ შეიძლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ასე მოქცევა?!" – განაცხადა ონიშჩენკომ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, იგი, როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც ექიმი, მხარს უჭერს რუსეთში საქართველოდან ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას. ამასთან, მან განმარტა, რომ თავად აკრძალვის პროცედურა „ძალზე მარტივია".

„გაიცემა ბრძანება. საბაჟო არ უშვებს. იქ მხოლოდ ორი პუნქტია. ეს საერთოდ საკითხიც აღარაა, აკრძალეს და მორჩა", – განაცხადა მან.

გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ამ დროისთვის არ არსებობს პროდუქციის მიწოდების შემოვლითი მარშრუტები. „რის გავლით დაიწყებენ სიარულს? ევროპის გავლით ფრენებს? ადრე თბილისისა და აფხაზეთის გავლით იყო გზა. ახლა მთელ სომხეთს საკუთარი ტვირთი (საქართველოს გავლით) მიაქვს. სომხეთისთვის აზერბაიჯანი ხომ დაკეტილია", – დასძინა ონიშჩენკომ.

ყველა ახალი ამბავი
0