ლაგაზიძე: სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი

© courtesy of Giorgi Gabuniaგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად, განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
რუსეთის დუმა საქართველოს მიმართ დამატებითი სანქციების მოთხოვნას აპირებს

„ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ", – განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის ურეაქციოდ დატოვება, თუნდაც რუსეთმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი მოქალაქეების ისეთივე ღალატი, რაც გიორგი გაბუნიამ ჩაიდინა.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტის საქციელი კერძო არხის დახურვის მოთხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს – კახა კალაძე

„კიდევ ვიმეორებ, ეს უბრალო პროვოკაცია არ არის, ეს არის ახალი ორჯონიკიძის დაბადება, რომელიც მზად არის, მეტიც, ყველაფერს აკეთებს საქართველოს რუსეთისთვის ჩასაბარებლად, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი", – განაცხადა ლაგაზიძემ.

ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს დაუყოვნებლივ მოჰყვა ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.

ყველა ახალი ამბავი
0