თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები“, – ნათქვამია განცხადებაში.
7 ივლისს, ტელეკომპანია Rustavi 2”-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შენობასთან ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მოითხოვენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას და ამასთან, ხელისუფლებისგან ზომების გატარებას, რათა დაძაბულობის გაღვივება აღიკვეთოს.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მაუწყებლობა შეწყვიტა იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი არხის ჟურნალისტების უსაფრთხოება.
ტელეკომპანიის ეზოში საპროტესტი აქცია ამ დრომდე გრძელდება.