როდის განიმუხტება საქართველოს და რუსეთს შორის დაძაბულობა - ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოწერა
НовостиTelegram
ცაგარლის სიტყვებით, საქართველოსა და რუსეთს ორი რთული კვირა ელით

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა 2019 წლის 1 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა.

აქცია რუსთავი 2თან - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-თან გამართულ საპროტესტო აქციაზე ხმაურია

რუსეთთან ურთიერთობა თბილისში სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და საპროტესტო ტალღის გამო დაიძაბა. ანტირუსული ლოზუნგებისა და საქართველოს პირველი პირების განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. „როსპოტრებნადზორმა“ კი საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერა.

ასტროლოგის სიტყვებით, ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობა უკავშირდება ნეგატიურ ენერგეტიკულ ველს, რომელშიც დედამიწა იმყოფება.

„ქვეყნებს შორის რთული პერიოდი მაქსიმუმ 1 აგვისტომდე გასტანს. მაგრამ სიმწვავე განელდება 20-21 ივლისიდან, მთვარის დაბნელების შემდეგ, რომელიც 17 ივლისს მოხდება. ამ პერიოდში დაიწყება სახელმწიფოებსა და ცალკეულ პიროვნებებს შორის ურთიერთობების დალაგება“, - აღნიშნა ასტროლოგმა.

მიხეილ ცაგარელის თქმით, საქართველოსა და რუსეთს ორი რთული კვირა ელით. საჭიროა დროის ამ მონაკვეთის ფრთხილად გავლა და სერიოზული შეცდომების თავიდან აცილება.

„21 ივლისამდე ჩვენ რთული და ნეგატიური დღეები გველის. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. დაიწყება საერთო ვითარების გაუმჯობესება. მთავარია - ცალკეული პიროვნებები, სახელმწიფოების ლიდერები ფრთხილად და ფხიზლად იყვნენ. ამიტომ დამდეგი ორი კვირა რთული იქნება“, - დასძინა ცაგარელმა.

ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“–ის კვირის ეთერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს >>

ასტროლოგმა აღნიშნა ასევე, რომ სირთულეები სახელმწიფოებს შორის მომავალშიც იქნება, თუმცა ასეთი მწვავე არა.

ისედაც დაძაბული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გამოსვლამ კვირას პროგრამა „პოსტსკრიპტუმში“. გაბუნიამ უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი განსვენებული მშობლები. წამყვანი პირდაპირი ეთერით თითქმის ორი წუთი რუსულად იგინებოდა. ორშაბათს რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას და საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

ყველა ახალი ამბავი
0