Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საჩუქარი დამახვედრეს“ – ვინ აჩუქა მერსი სულხანიშვილს ხელოვნური მკერდი

© Photo: Merci Sulkhanishvili / FBმერსი სულხანიშვილი
მერსი სულხანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალურ ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილს ხელოვნური მკერდი აჩუქეს.

საქართველოში მარტივია ერთ დღეში პოპულარული გახდე, ან შენი ცნობადობა წარმოუდგენელ საზღვრებს გასცდეს. ცნობილი ქართველი ბლოგერისა და ტელე-რადიოწამყვანის მერსი სულხანიშვილის ცხოვრებაში სწორედ ასე მოხდა.

ყველას ახსოვს ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემის ერთ-ერთი ეთერი, რომელიც მერსი სულხანიშვილს უკავშირდება. 27 წლის ეპატაჟურმა მერსიმ გადაცემის მსვლელობისას მთელი საქართველოს წინაშე ხელები ასწია და მოკლე მაისურის წყალობით მკერდი გამოუჩნდა. იმ წამიდან მასზე საუბარი არ წყდება.
მერსი სულხანიშვილი დიდი ხანია, რაც ჟურნალისტიკის სფეროშია. საზოგადოებას ის იმ პერიოდიდან ახსოვს, როდესაც ჟურნალ „ბომონდში“ მუშაობდა. ახლა კი რადიოს სფეროს მოჰკიდა ხელი და „ჩვენებურებში“ მოღვაწეობას განაგრძობს.
სააპრილო საჩუქარიც სწორედ რადიოს და მერსის უკავშირდება.
თანამშრომლებმა რადიოწამყვანს მკერდის ფორმის პატარა რადიო აჩუქეს, რამაც თაყვანისმცემლების მოწონება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0