ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება ყველანაირ ჩარჩოებს სცდება

© Sputnik / STRINGERპარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება.
ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება ყველანაირ ჩარჩოებს სცდება

„ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი. პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ, ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა... ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

ყველა ახალი ამბავი
0