წამყვანის საქციელი, მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობებისა, მიუღებლად ცნო როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. ტელეარხის შენობასთან სტიქიური მიტინგი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები საპროტესტო აქციიდან.

ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ შენობასთან 7-8 ივლისის ღამით ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

ამის მიზეზად გიორგი გაბუნიას პირდაპირი ეთერით გაშვებული მონოლოგი იქცა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა

აქციის ზოგ მონაწილეს ცოცხი ეჭირა, როგორც განუკითხაობის სიმბოლო, და ტელეკომპანიის ეზოში ისროდა

აქციაზე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი შეკრებილებსა და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს შორის. საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა

ტელეარხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, პროტესტის ნიშნად, შენობა დატოვა და სარედაქციო მოწმობა გადააგდო, რომელიც მომიტინგეებმა აიტაცეს

ტელეარხის შენობასთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხალხი თითქმის დილამდე დარჩა ადგილზე

სტიქიური აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ტელეარხმა „რუსთავი 2-მა“ განაცხადა, რომ მაუწყებლობას წყვეტდა მანამ, სანამ მათი თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტს ორშაბათსაც განაგრძობდნენ

ვითარებიდან გამომდინარე, „რუსთავი 2-ის“ შენობას პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავდა