ტურისტებს საქართველოს აეროპორტებში ღვინით დაასაჩუქრებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამპანიის ფარგლებში იგეგმება  „საფერავის“ ჯიშის ყურძნისგან დამზადებული 300 ბოთლი წითელი ღვინის შეძენა


თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებში ტურისტებს მესაზღვრეები ღვინოს აჩუქებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ აქციას განიხილავს როგორც კამპანიის ნაწილს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოში ავიარეისების აკრძალვის შემდეგ ტურისტების მოზიდვისკენაა მიმართული.

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს>>>

რუსეთთან ურთიერთობები თბილისში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და შემდგომი საპროტესტო ტალღის შემდეგ გამწვავდა. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაამკაცრა. 

საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა ფერმერებთან, მევენახეებთან და მცირე სასტუმროების მეპატრონეებთან კახეთში  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს

ტურიზმის ადმინისტრაცია კამპანიისთვის 300 ათასი ბოთლი სამარკო ღვინის შეძენას გეგმავს, რომელზეც სპეციალური ეტიკეტი იქნება დაკრული. შესყიდვის საორიენტაციო ფასი ერთი მილიონი ლარია. სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, „საფერავის“ ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.

ღვინოს საჩუქრად დაარიგებენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

ადრე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შეიძლება საქართველოს დაახლოებით ერთი მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს და დანაკარგმა 2 მილიარდი ლარი შეადგინოს.

უწყების მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანას რუსეთიდან ეწვია – შესრულდა 152,2 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,8%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოდან თითქმის 700 ათასი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0