ტრაგედია რუისთან: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოსთან
სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, დაბა რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება, იუწყება პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა რუისის მონაკვეთზე დღეს დილას მოხდა. Mercedes-ის მარკის ავტომობილი, რომელშიც რვა ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიას სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია რუისთან: ავარიას სამი ადამიანი მათ შორის,  ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

„14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა. რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, - განაცხადა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

ასევე, ბეჭის ძვლის მოტეხილობით გორის სავადმყოფოშია მოთავსებული 36 წლის ქალი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი ქარელის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.

დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0