თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე საფრანგეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტის, ჟერომ შარტიეს მიწვევით იმყოფება.
თბილისის მერი პარიზში თავის მოადგილე, მაია ბითაძესთან ერთად გაემგზავრა. ისინი შეხვედრებს პარიზის საქალაქო ტრანსპორტის მმართველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართავენ, სადაც გაეცნობიან RATP Group-ის, Championnet-ის, Bus 2025-ის საქმიანობებს და ელექტროავტობუსების ბაზას დაათვალიერებენ.
ვიზიტის მიზანი საქალაქო ტრანსპორტის სფეროში პარიზის გამოცდილების გაზიარება და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.