შიმშილობის აქცია ივანიშვილის სახლთან: კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქციის კიდევ ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, იუწყება ტელეკომპანია პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
შიმშილობის აქცია ივანიშვილის სახლთან: ერთ–ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე). იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდება სათანადო გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

შეკვეთილში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მეთორმეტე დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ამის პარალელურად, იმართება აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

გუშინ შეკვეთილში შეუძლოდ გახდა მოშიმშილე ხათუნა ბერიძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს >>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი მომიტინგე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0