თბილისი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიაც ჩვენს ერამდე V საუკუნიდან დაიწყო. საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მუდამ ვითარდება, იცვლება და იზრდება. თბილისის გულად, ტურისტების უმრავლეობისა და თბილისელების აზრით, დღემდე ქალაქის ისტორიული ნაწილი რჩება
ძველი თბილისი - ეს არის ვიწრო ქუჩები, ხის აივნები, ძველი სახლები, ისტორიული უნიკალური ნაგებობები, კოლორიტული იტალიური ეზოები, რომლებშიც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა ხალხები.
სამწუხაროდ, ყოველ დღე ეს სილამაზე ნელ-ნელა ქრება: სახლები ინგრევა, კედლები იბზარება და იშლება, ადამიანები ამ ადგილებს ტოვებენ. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ეს უძველესი სახლები და დაიხსომოთ ისინი.
საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ძველ ქალაქს იერ-სახე შეუნარჩუნოს. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება თბილისის მერიისა და თბილისის განვიტაღების ფონდის მიერ 2016 წელს დაწყებული მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“. პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას დიდი ტურისტული მარშრუტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში და მას უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი სახე.