რა საჩუქარს უმზადებენ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს?

© AP Photo / Shakh Aivazovტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაჩუქრდებიან

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მესაზღვრეები ქართული ღვინით დაასაჩუქრებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლისთვისაც ადმინისტრაცია 300 ათას ბოთლ ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს შეისყიდის. ბოთლებზე დატანილი იქნება სპეციალური ეტიკეტი.

„ქინძმარაული - Sputnik საქართველო
რომელი ქართული ღვინოებია პოპულარული საზღვარგარეთ

ღვინოებით ტურისტები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაჩუქრდებიან.

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი დღეს დასრულდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მლნ ლარი იყო. ამ ეტაპზე გამოვლენილია პრეტენდენტი და მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადამოწმება.

ტენდერის მიხედვით, სასაჩუქრე ღვინო უნდა იყოს წითელი, მშრალი, 100 პროცენტით საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული.

რა აჩუქეს ქუთაისში Wizz Air-ის  მეორმილიონე მგზავრს - ვიდეო>>

ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანი საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, რაც ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0