მარგარიტა სიმონიანი რუსეთის საუკეთესო მედიამენეჯერად აღიარეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმონიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სოციალურმა მედიაპროექტებმა ჟურნალისტური საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня-ს და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ეროვნული პრემია „რუსეთის მედიამენეჯერი 2019“-ის გრან-პრი მიიღო.

პრემია წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სარეკლამო და PR-ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერების დარგობრივ ჯილდოს. ის შექმნილია მედიაბიზნესსა და კომუნიკაციების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მხარდასაჭერად, რომელიც მენეჯმენტის სფეროში პროფესიონალიზმითა და ოსტატობით არის განპირობებული.

SputnikPro -ს საგანმანათლებლო პროექტი - Sputnik საქართველო
SputnikPro: სოციალური ჟურნალისტიკა

სიმონიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სოციალურმა მედიაპროექტებმა ჟურნალისტური საზოგადოების მაღალი შეფასება მიიღო. მათ რიცხვშია SputnikPro-ს პროექტი Найди меня, мама, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მედიასფეროს იმ სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებიც რთული წარსულის მქონე ბავშვებს ახალი ოჯახის პოვნაში ეხმარებიან.

რუსეთის ჟურნალისტური საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა ტელეარხ RT-ს სოციალურმა პროექტმა #НеОдинНаОдин, რომელიც ორიენტირებულია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იღებენ რუსეთის მოქალაქეობას სხვადასხვა ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო.

ისტორიაში პირველად გრან-პრი ერთბაშად ორ ლაურეატს გადაეცა – მისი მფლობელი ასევე რუსი კინორეჟისორი და პროდიუსერი ფიოდორ ბონდარჩუკი გახდა.

Россия Сегодня საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, აწონილ–დაწონილი და ობიექტური გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე არსებული შეხედულებების მიწოდება და მათი ინფორმირება. Россия Сегодня წარმოადგენს შემდეგი სააგენტოების საინფორმაციო რესურსების ხაზს: РИА Новости, Р-Спорт, РИА Недвижимость, РИА Рейтинг, ИноСМИ, Социальный навигатор. უცხოეთში მედიაჯგუფი წარმოდგენილია ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ით. Россия Сегодня სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების რეალიზაციის კუთხით რუსული მედიაბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.

SputnikPro - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის პროექტია ჟურნალისტებისთვის, პროფესიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პრეს-სამსახურის თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას უცხოელ კოლეგებთან, მედიაკომუნიკაციებისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებას. დაარსების დღიდან პროექტში სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობა აქვს მიღებული 80-ზე მეტ ქვეყანას. SputnikPro-ს მასტერ-კლასები ჩატარებული აქვს აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში.

ყველა ახალი ამბავი
0