ივლისი ასტროლოგიური მოვლენების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო თვეა. იუპიტერი, პლუტონი, სატურნი და ნეპტუნი უკვე რეტროგრადული არიან, ივლისში მათ მერკური შეუერთდება. ამას დავუმატოთ კიდევ დაბნელებების დერეფანი ივლისში და საკმაოდ საინტერესო ასტროსურათს ვიღებთ.
ძალის დღეები თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია. ამ დროს ვარსკვლავები, პლანეტები და მთვარე მაქსიმალურ ჰარმონიაში იქნებიან, ამიტომ ადამიანებს ბედი გაუღიმებს. სჯობს, თუ ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს დავგეგმავთ.
თვის ხელსაყრელ დღეებში ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს ურჩევენ, იყვნენ მეტად აქტიურნი, საკუთარი პრინციპების ერთგულნი, ამ დღეებში არ ღირს განვითარების ვექტორის შეცვლა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იარეთ წინ, არ შეუშინდეთ გზაზე დაბრკოლებებს.
მაგრამ ამასთან, არის ყველაზე რთული და საშიში დღეები, რომლის დროსაც მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.
ჩვენი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, რთული ასტროლოგიური დღეები უმტკივნეულოდ გადალახოთ.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები: